ავტორი თამუნა ნათაძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს.
„თუ ვილაპარაკებთ ამ გარემოზე, როგორც პოლიტიკურ პროცესზე, ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. მეტისმეტად წყნარი წინასაარჩევნო გარემოა. თუ ვილაპარაკებთ როგორც სამართლებრივ პროცესზე, არის თუ არა დარღვევები, რა თქმა უნდა, დარღვევები არ არის. ჩვენთან პოლიტიკოსები იცვლიან ხოლმე პარტიებს, ანალოგიური მოვლენა უცხოეთშიც ხდება, მაგრამ ჩვენთან ამას უფრო ქრონიკული ხასიათი აქვს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები იცვლიან პოლიტიკურ ორიენტაციებს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.