ავტორი თამუნა ნათაძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომ-ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
„წინასაარჩევნო ვითარება ამ ეტაპზე დადებითია. მგონია, რომ საარჩევნო კაპანია ზოგადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ბუნებრივია, გარკვეული საყვედურები და პრეტენზიები ისმის, მაგრამ მთლიანობაში ამ პრეტენზიებს საგანგაშოდ ვერ ჩავთვლი. თვითონ ის პარტიები, რომელთაც წევრები ტოვებენ, უნდა ჩამოყალიბდნენ. პარტია უნდა იყოს თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა გაერთიანება და თუ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან რაღაცეებზე, ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.