logo_geo
eng_logo
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში აღნიშნავს
- +

26 მაისი. 2023. 14:26

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ოზურგეთში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.

 

ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ღვინის კომპანიებს.

 

ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს; მოწყობილია  ე.წ. „სომელიეს კუთხე“, სადაც პროფესიული დეგუსტაცია ტარდება; წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, გურიის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება;

 

ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობ-შემეცნებითი სივრცე, იმართება საბავშვო კონცერტები.

 

ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოიერვერკით“ დასრულდება.

 

გურიის რეგიონი კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ღვინოებით არის ცნობილი. გურია სახელოვანი ჩხავერის სამშობლოა. რეგიონის ისტორიული ჯიშებიდან ასევე, აღსანიშნავია: ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ზენათური, საკმიელა, თუმცა დღეს გურიაში ყველაზე გავრცელებული ჯიში მაინც ცოლიკოურია.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ქუთაისსა და ოზურგეთში წარმოადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner