ავტორი ნინი შიშმანიძე
ბათუმში უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა, ასევე ხელვაჩაურის რაიონის ყოფილი ტერიტორიები, რომელიც ბათუმს შეუერთდა. ამ საკითხზე „რეპორტიორი" ესაუბრა თემურ ქიზინიძეს, მერიის წარმომადგენელს გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში.
„მძლავრი სტიქია იყო. მოულოდნელად დროის მცირე მონაკვეთში უზარმაზარი რაოდენობის ნალექი მოვიდა. ყველა არხი, რომელიც მუშა მდგომარეობაში იყო, არ აღმოჩნდა საკმარისი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ლოკალიზაცია ამ ტერიტორიების. რთული სათქმელია, რამდენი დრო დასჭირდება სრულად სიტუაციის განეიტრალებას. დაზარალდა ზღვასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა. დაიტბორა სახლების პირველი სართულები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა",- აცხადებს თემურ ქიძინიძე.