logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ვუსურვებ, დამოუკიდებლობის დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში გვართმევს ამ დღეს
- +

26 მაისი. 2023. 15:30

 

 

საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის გარეთ, ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყველას ვუსურვებ, რომ ჩვენი ერთიანი ქვეყანა იყოს მშვიდობით და კეთილდღეობით სავსე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები.

 

„ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე რომ, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ, გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner