logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, პრეზიდენტის გზავნილები დღეს არა საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, არამედ მეტი გაყოფისკენ იყო მიმართული
- +

26 მაისი. 2023. 16:59

 

 

სამწუხაროდ, პრეზიდენტის გზავნილები დღეს საზოგადოების მეტი კონსოლიდაციისკენ კი არა, არამედ მეტი გაყოფისკენ იყო მიმართული, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„ნამდვილად არ არის ეს ის ფორმატი, ის დღე, როდესაც შეიძლება მსგავსი გზავნილები გააჟღერო საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ზეიმობს საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეს არის საქართველოს დღე და ჩვენი ყველას ვალია, ეს სადღესასწაულო განწყობა და სურვილი, რაც საქართველოს აქვს, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაში ინტეგრირებული, იყოს ჩვენი საერთო მიზანი. სამწუხაროდ, პრეზიდენტის გზავნილები დღეს, საზოგადოების არა მეტი კონსოლიდაციისკენ, არამედ მეტი გაყოფისკენ იყო მიმართული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს ხელისუფლება და მმართველი გუნდის პოლიტიკა გააკრიტიკა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner