საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესტონეთში, ქალაქ ტალინში თავისუფლების მოედანზე ქართული დროშა გამოჩნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება.