logo_geo
eng_logo
გიორგი გრძელიშვილი: ირაკლი კობახიძე 26 მაისის ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს
- +

26 მაისი. 2023. 18:31

 

 

„ქართული ოცნების”კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში 26 მაისს გავრცელებულ ფოტომასალას ეხმაურება, რომელშიც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ სპორტკომპლექსში იმყოფება. გიორგი გრძელიშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ ირაკლი კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიებს არც გასულ წლებში დასწრებია და ამბობს, რომ არასამუშაო საათებში მისი დასვენების ამსახველი კადრების გავრცელება დღევანდელი დღის გადაფარვის მცდელობაა.

 

„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს ყოველთვის ესწრება ყველა უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირი! ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს. წინა წელს, ან იმის წინა წელს რომ არ იყო იგივე ცერემონიაზე, მაშინ რატომ არ შეიმჩნიეს? სპორტდარბაზიდან და აუზიდან ფოტო ან ვიდეომასალა არ ჰქონდათ და იმიტომ? არა, იმიტომ რომ მართლა უსამშობლო აგენტები არიან და რითი გადაფარონ დღევანდელი დღის უდიდესი პოზიტივი, მაგაზე არიან დაგეშილები. ხან ევროკავშირის დროშაზე უბინძურესი სპეკულაციით სცადეს და ხან ერთი საათით სპორტკომპლექსში მისული ადამიანით, რომლის ორგანული ზიზღი და შიში აქვთ.

 

მათი აგენტობის და ამაზრზენობის მთავარი მამხილებელია და იმიტომ! და რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ბოიკოტს დემონსტრაციულად რომ უცხადებს ამ დღეს წლებია, თან მიწვევის მიუხედავად, ამაზე რატომ არავინ იღებთ ხმას? პ. ს. ლяკა ხოშტარია რისი მკადრებელია ყველამ ვიცით, მაგრამ რა ბინძური უნდა იყო „პოლიტიკოსი”, საკუთარი დედა რომ შეუშვა სპორტდარბაზში და აუზზე (ორ ნაცაქტივისტთან ერთად) კობახიძისთვის ფოტო-ვიდეომასალაის გადასაღებად. ელენე ხოშტარია - კაგებეს მეთოდებშია ეგეც?“, - წერს გიორგი გრძელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner