logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა წლის ბოლოს მან სათანადო აღიარება პოვოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან
- +

27 მაისი. 2023. 11:45

 

 

აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა წლის ბოლოს მან სათანადო აღიარება პოვოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც, თავის მხრივ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით განისაზღვრება. ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილის - ქართული დიასპორის ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენმა დიასპორამ კარგად იცის იმ სიკეთეების მნიშვნელობა და ფასი, რისი მოტანაც შეუძლია ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გამოსვლისას განაცხადა.

 

„სიმბოლურია, რომ ქართული დიასპორის დღე და დამოუკიდებლობის დღე ერთად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნისა და დიასპორის ერთიანობას. დიასპორის დღის ფარგლებში იმართება მნიშვნელოვანი ღონისძიება - ფორუმი სახელწოდებით „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის”. დღევანდელი ფორუმის სახელწოდება და სულისკვეთება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებთან და იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც გადადგა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ახალ ეტაპზე აიყვანა. აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა წლის ბოლოს მან სათანადო აღიარება პოვოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც, თავის მხრივ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით განისაზღვრება. ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილის - ქართული დიასპორის ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენმა დიასპორამ კარგად იცის იმ სიკეთეების მნიშვნელობა და ფასი, რისი მოტანაც შეუძლია ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner