„ფაქტი, რომელიც მოხდა, არის ძალიან მძიმე, რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის სიცრუე, სიცრუეზეა დაფუძნებული მათი დემაგოგია და ეს არ არის სიახლე", - ამ სიტყვებით აფასებს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ვაკეში მომხდარ მკვლელობას.
„რა თქმა უნდა, ფაქტი, რომელიც მოხდა, არის ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი, მე როგორც მოვისმინე, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება. ის, რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის სიცრუე, სიცრუეზეა დაფუძნებული მათი დემაგოგია და ეს არ არის სიახლე, ჩვენ წლებია ვისმენთ ამას მათი მედიასაშუალებების მეშვეობით, რაზეც აქვთ ყველაფერი აგებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი სტატისტიკა, მაჩვენებლები აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში აბსოლუტურად არის უკეთესობისკენ. თუმცა ეს ფაქტი, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი", - განაცხადა კალაძემ.