logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება
- +

27 მაისი. 2023. 13:59

 

 

„როგორც ბიბლიაში არის დაწერილი - უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო,დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ამიტომ აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა.

 

„ეხლა რაც შეეხება რუსეთთან ასე ვთქვათ ურთიერთობას და ჩვენს პოლიტიკას. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წელია ჩვენ არავითარი პოლიტიკური ასე ვთქვათ, წინსვლა არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ. ვთქვით, რომ  ჩვენ ვაჭრობას ეკონომიკას აღვადგენთ და განვსაზღვრეთ სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკის, მშვიდობიანი ასე ვთქვათ პოლიტიკა. მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო. ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მოთმინება,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner