ფილიპინების ქალაქ დავაოში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 10 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.
აფეთქება ღამის ბაზარში მოხდა. დაშავებულები სამ ადგილობრივ სავადმაყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების შემდეგ ხელისუფლებამ ქალაქში ბარებისა და გასართობი დაწესებულებების დაკეტვის განკარგულება გასცა.
BBC-ის ინფორმაციით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „აბუ საიდმა" აიღო.