logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, გაუადვილდებათ სამშობლოში მიმოსვლა
- +

27 მაისი. 2023. 16:51

 

 

“ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორელებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, გაუადვილდებათ სამშობლოსთან მიმოსვლა”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მთავარი საკითხი, რომლის მიმართაც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორელებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში გაუადვილდებათ სამშობლოსთან მიმოსვლა და ტექნიკური საკითხი, რომელმაც მოხსნა მათი სამშობლოსთან ურთიერთობის პრობლემები, ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუადვილებს. რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, ჩვენ ვრჩებით ამ განცხადებაზე. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. იყო შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული და ამ განცხადებაზე ვერც მეტს გეტყვით და ვერც ნაკლებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაკვირვებულია იმ რეაქციით, რაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner