logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ მიდგომას, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მიდგომაში ჩვენ გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პოზიციები
- +

27 მაისი. 2023. 18:10

 

 

იქ, სადაც არსებობს ინტერესი, რომ საქმიანად ვიმსჯელოთ, არგუმენტები გავუზიაროთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

 

„ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ მიდგომას, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მიდგომაში ჩვენ გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პოზიციები. მისასალმებელია, არგუმენტირებული მსჯელობის შესახებ თუკი იქნება ასევე შემხვედრი ინტერესი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner