“არის ქმედებები, რომელიც არ უნდა ჩაიდინო ადამიანმა, მტერთანაც კი: არ უნდა შეეხო ოჯახს, არ უნდა შეუვარდე სახლში, არ უნდა დაურღვიო პირადი სივრცე, ოჯახში თუ იზრდები, ამ ეტიკეტს იცავ ყველა სიტუაციაში”, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები.
"არის ქმედებები, რომელიც არ უნდა ჩაიდინო ადამიანმა, მტერთანაც კი: არ უნდა შეეხო ოჯახს, არ უნდა შეუვარდე სახლში, არ უნდა დაურღვიო პირადი სივრცე, ოჯახში თუ იზრდები, ამ ეტიკეტს იცავ ყველა სიტუაციაში. ყველაფერი ზემოთხსენებული აქვთ დარღვეული ნაცებს. აგერ, გუშინ, კრემლის აგენტმა, ლიაკა ხოშტარიამ, დედა მიუგზავნა ირაკლი კობახიძეს აუზზე. ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები. ამიტომ იქნებიან ყოველთვის ნაგავსაყრელზე", - წერს ოდიშარია Facebook - ზე.