logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, 12 პუნქტი შესრულდეს, ისინი ახორციელებენ რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟს
- +

28 მაისი. 2023. 12:11

 

 

„რადიკალურ ოპოზიციას არ სურს 12 პუნქტი შესრულდეს, ეს არის მათი პოზიცია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ახორციელებს 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს.

 

„ეს არის მათი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა დაიკავებს კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა, ვნახოთ. გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ საბჭოს დანარჩენი წევრების არჩევას. სამი წევრი არის უკვე არჩეული. გვაქვს იმედი, რომ ხუთივე წევრი იქნება არჩეული. ეს არის მნიშვნელოვანი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner