წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. ამის შესახებ Anadolu წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 55.06%. ამომრჩეველთა 55.80%-მა ხმა ერდოღანს მისცა, მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი 44.20%-მა დაუჭირა.