გორში, პირველად, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 23“ გაიმართა, სადაც უნიკალური შედეგი დაფიქსირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე სწრაფი გამარჯვება GFC-ის ორთაბრძოლებში საქართველოს წარმომადგენელმა, მიხეილ საჟინიანმა მოიპოვა, რომელმაც 6 წამში დაამარცხა თურქი ოზგურ ოზპოლატი.
ტურნირს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო. შერეულ ორთაბრძოლებს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის თანადაფინანსებითა და გორის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ტურნირში 24 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველ სპორტსმენებთან ერთად, შერეულ ორთაბრძოლებში მონაწილეობდნენ უცხოეთიდან მოწვეული მებრძოლები.