logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ
- +

28 მაისი. 2023. 20:35

 

 

“საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ, ამიტომ არც მოწოდებაა ამასთან დაკავშირებით საჭირო და არც რაიმე დამატებით განცხადება სჭირდება”, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია 2012 წლიდან ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა თითქოს პრორუსულია.

 

„მახსოვს, როცა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი დიდაქტიკურად მოგვიწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას და გვახსენებდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მაგრამ იქვე აუცილებლად უნდა ეთქვა სიცხადისთვის, რომ ეს ის მუხლია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ამ ხელისუფლებამ ჩაწერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას ახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ოპოზიცია ამით ატყუებს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს პრორუსულია ეს ხელისუფლება“, - ამბობს სარჯველაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner