logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინა ბოლოს მოუღებს მოსკოვის დესპოტიზმის ისტორიას
- +

28 მაისი. 2023. 23:35

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში თქვა, რომ უკრაინა ბოლოს მოუღებს მოსკოვის დესპოტიზმის ისტორიას სხვადასხვა ხალხის წინააღმდეგ.

 

„კიევი, ჩვენი ყველა ქალაქი, მთლიანად უკრაინა ბოლოს მოუღებს მოსკოვის დესპოტიზმის ისტორიას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული. ძალა ადამიანებშია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსეთის მორიგი თავდასხმის დროს, რაოდენობრივად ყველაზე ძლიერი დარტყმა კიევის წინააღმდეგ იყო მიმართული.

 

„ქალაქ კიევში და მის რეგიონში ჩამოაგდეს 36 თვითმფრინავი. თავისი ისტორიის მანძილზე კიევი დამპყრობლების სხვადასხვა სისასტიკეს ხედავდა. ყველა მათგანს გადაურჩა და აუცილებლად გადაურჩება რაშისტებს“, - აცხადებს ზელენსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner