logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: არსებობს ამერიკის პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც გუშინდელ დღეში დარჩა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. ის ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს, რომ მსოფლიო შეიცვალა
- +

29 მაისი. 2023. 00:19

 

 

მსოფლიოს ძველი არქიტექტურა დაინგრა, აღარ არსებობს. ის, რაც მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა, მორჩა. 24 თებერვალს ამას წერტილი დაესვა. არის საზოგადოებისა და ამერიკის პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც გუშინდელ დღეში დარჩა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. ის ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს, რომ მსოფლიო შეიცვალა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენის გამო იმ კრიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართულებით გაჟღერდა.

 

„ისრაელს რატომ ვერ უბედავენ ვერაფერს? იცით რატომ? იმიტომ რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და თქვა: ვარსკვლავი ხომ არ გგონივართ თქვენს რუკაზეო? ეს ჩაყლაპა ყველამ, იმიტომ რომ ისრაელია. იგივე უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახი, ღმერთი და ტრადიცია. ან ისეთები მიგვიღეთ, როგორებიც ვართ, ან თქვენ თქვენს გზაზე წადით და ჩვენ ჩვენსაზე წავალთ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner