logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: ზუგდიდი ძალიან მალე გახდება ევროპული ტიპის ქალაქი
- +

3 სექტემბერი. 2016. 15:19

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.  მერაბ ქვარაია  ზუგდიდში პირველი და მე-11 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მათგან უბნებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიიღო.


 

„ქალაქის მასშტაბით ვაგრძელებთ შეხვედრებს ამომრჩეველთან. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის საკმაოდ თბილი და ამავე დროს პროდუქტიული შეხვედრები მოსახლეობასთან. დღეს ვისაუბრეთ როგორც ამ უბნების, ასევე ჩვენი ქალაქის საჭიროებებზე და ერთმანეთს აღუთქვით, რომ ვიქნებით ასეთი ერთსულოვანი არჩევნების შემდეგაც, ზუსტად ამ ერთობით შევძლებთ ზუგდიდის განვითარებას. მჯერა, რომ ჩვენს ქალაქში ცხოვრება იქნება გაცილებით კომფორტული, ზუგდიდი ძალიან მალე გახდება ევროპული ტიპის ქალაქი", -განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner