ცნობილი მსახიობის, კიანუ რივზის ალტ-როკ ჯგუფმა DOGSTAR 2002 წლის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა. ამის შესახებ Rolling Stone წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრიომ, რომელშიც რივზი ბას გიტარაზე უკრავს, BottleRock Festival-ზე გამოვიდა. მათ 12 სიმღერა შეასრულეს, რომელთა შორის იყო კომპოზიციები მათი პირველი ორი ალბომიდან და რამდენი სიმღერა მესამე ჩანაწერიდან, რომელზეც ჯგუფი ახლა მუშაობს.