logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ისლამ კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო
- +

3 სექტემბერი. 2016. 15:19

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო.


სამგლოვიარო ცერემონია პრეზიდენტ კარიმოვის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში გაიმართა, სადაც 17 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.


უზბეკეთის პრეზიდენტს უკანასკნელი პატივი მიაგეს თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ავღანეთის პრეზიდენტებმა; ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებლი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner