„დღეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის გაუმჯობესებული მაჩვენებლები, სრულიად თავსებადია უმუშევრობის შემცირების ტენდენციასთან, რაც დიდწილად სტაბილური გარემოს და განსაკუთრებით 2021-2022 წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.
ცუცქირიძის შეფასებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა და 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა (549 ათასი ადამიანი) დააღწია თავი სიღარიბეს.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრესი განპირობებულია იმ თანმიმდევრული ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს და რის შედეგადაც ქვეყანაში ბოლო ორი წელია გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს მხრიდან იზრდება სოციალური პოლიტიკის მიზნობრიობა და ძლიერდება სოციალური დაცვის მექანიზმები:
„ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი რომ მცირდება, მსოფლიო ბანკის ახალი კვლევითაც დადასტურდა, საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია და 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 11,3% შეადგინა, რაც არათუ ბოლო ათწლეულის, არამედ, ბოლო 20 წლის მინიმუმისადაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება და აღნიშნული მონაცემებიდან ნათლად ვხედავთ, რომ 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ასევე ჩვენი მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა აისახა როგორც დასაქმების ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე.
შედეგად, 2022 წელსაც სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და სიღარიბის დონემ ისტორიულ მინიმუმს - 15.6%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, რაც ნიშნავს იმას, რომ წინა წელთან შედარებით დაახლოებით 77,7 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.
ამასთან, ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა და 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა (549 ათასი ადამიანი) დააღწია თავი სიღარიბეს. შედარებისათვის თუ 2012 წელს 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 2022 წელს 574 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ამ ციფრებიდანაც კარგად ჩანს ამ წლებში მიღწეული პროგრესი თუმცა მიუხედავად დაფიქსირებული პროგრესისა, სიღარიბე კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად.
აღნიშნული პროგრესი კი განპირობებულია იმ თანმიმდევრული ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს და რის შედეგადაც ქვეყანაში ბოლო ორი წელია გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს მხრიდან იზრდება სოციალური პოლიტიკის მიზნობრიობა და ძლიერდება სოციალური დაცვის მექანიზმები.
ამ მხრივ აღსანიშნავია, როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარებების, ბავშვთა შემწეობების და პენსიების ზრდა, ასევე დასაქმების შესაძლებლობები, რომელიც სოციალურად დაუცველებს საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის საშუალებით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში კი სულ დასაქმდა 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი.
ნიშანდობლივია, რომ სიღარიბის შემცირებასთან ერთად შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც და ამ მიმართულებითაც ჯინის კოეფიციენტმა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია: ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით - 0.36, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი ხარჯების მიხედვით 0.39 და ჯინის კოეფიციენტი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით - 0.34.ჯინის ინდექსი (ინგლისურად Gini Index) არის მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელი მაღალ და დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს შორის და რაც უფრო ახლოა 0 თან მით უფრო დაბალია უთანასწორობა და პირიქით.
მთლიანობაში 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 17,3 %-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ აქარწყლებს ცალკეულ ექსპერტთა თუ ხელისუფლების ოპონენტთა კრიტიკას უმუშევრობის შემცირების და დასაქმების უტყუარობაზე!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.