„ეს გახლავთ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შაქარიშვილის თქმით, ოპოზიციური მედია ცდილობს, რაუფოღლუ დამოუკიდებელ ჟურნალისტად წარმოაჩინონ, თუმცა ის აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელში, ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ პოსტერებსაც აზიარებს.
„ეს გახლავთ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ თითქმის ყველა ბრიფინგზე სვამს პროვოკაციულ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით. შემდგომ ნაც-ლიბერალური მედიები აქტიურად ატრიალებენ, თითქოს სახ-დეპი სხვა არაფერზე ლაპარაკობს, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხის გარდა… მთავარი არხის წარმომადგენელი, დემნა დევდარიანი რომ „დაეწვათ“, გამოცვალეს კადრი და ვითომ „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტი შემოაგორეს, რომელიც ჰოი საოცრებავ, ლяკა ხოშტარიას „დროას“ პოსტერებს აზიარებს და აქტიურად არის ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ცხადია, ნაც-ლიბერალური კოჰორტის მხარეს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუქზე.