logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: არა მგონია, ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ ამათში დიდი ფული გადაიხადოს
- +

3 სექტემბერი. 2016. 15:50



 „ქართული ოცნების" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართა.


 ბრიფინგი ეძღვნებოდა მცხეთის საკრებულოს დეპუტატების განცხადებას მასთან გამიჯვნასთან დაკავშირებით.

„მოდით, დაგისახელებთ, ვინ გამემიჯნა. დავიწყებ ყველაზე სენსაციურით:

 

თამაზ ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტიის წევრი;

შიო ჯატიაშვილი - ლეიბორისტული პარტიის წევრი  - გამოდის, რომ ლეიბორისტული პარტია მცხეთაში მხარს უჭერს ცეზარ ჩოჩელს, მათივე თქმით, ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს;

დავით ჯალაბაძე - კონსერვატიული პარტია, გარიცხულია პარტიიდან;

ვაჟა თათარაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი", გარიცხულია პარტიიდან;

თეიმურაზ მირესაშვილი - რესპუბლიკური პარტია;

ნუგზარ ჩანადირი - „ბურჯანაძე-დემოკრატები";

გოჩა ლაბაური - გარიცხულია „კონსერვატორებიდან" და შევიდა „ნაციონალების" ფრაქციაში;

დავით ვალიშვილი - გარიცხულია „კონსერვატორებიდან";

გურამ ანსიანი - საკრებულოში შევიდა „თავისუფალი დემოკრატების" ქვოტით, შემდეგ დატოვა, განაცხადი გააკეთა „ქართულ ოცნებაში" შემოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ პარტიამ არ დააკმაყოფილა. ისე, მას ბევრი პარტია აქვს გამოცვლილი და როგორც ჩანს, ყველაზე მსუყე ლუკმას მიადგა ჩოჩელის სახით;

ზაურ ღვინიაშვილი - „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ის მუშაობდა პარტიის წინააღმდეგ, ამიტომ, რაიონულმა ორგანიზაციამ ივნისის თვეში იმსჯელა მასზე და ბიუროს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ ოფისს გადაეგზავნა მისი გარიცხვის თაობაზე;

ასე რომ, თავად დარწმუნდით, რომ ეს პირები არ არიან „ქართული ოცნების" წევრები. პირიქით, ისინი ყოველთვის „ოცნების" წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ხელს უშლიდნენ გამგეობას და საკრებულოს მუშაობაში.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ცეზარ ჩოჩელს, როგორც იქნა, ეს ხალხი საჯაროდ გამოააშკარავა და შესაბამისი სახელიც დაარქვა. რაც შეეხება გამიჯვნას, მაინტერესებს, ვის გაემიჯნენ? ისინი არც პარტიასთან და არც ჩემთან არასოდეს მდგარან. ჩვენი გუნდი ასეთ ხალხთან არ თანამშრომლობს. მათი ერთადერთი დაინტერესება არის მხოლოდ ფული და იპოვეს კიდეც თავშესაფარი. თუმცა, არა მგონია, ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ ასეთ ხალხში დიდი ფული გადაიხადოს. ესენი მხოლოდ ხურდებზე შეიძლება ამუშაოს",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner