logo_geo
eng_logo
მარტვილის მერმა ზეინაბ სილაგავას 90 წლის იუბილე მიულოცა
- +

29 მაისი. 2023. 17:00

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ზეინაბ სილაგავას  90 წელი შეუსრულდა.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ მოადგილეებთან ერთად იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს.

 

ზეინაბ სილაგავა ღვაწლმოსილი პედაგოგია. მას პედაგოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, მან ორი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი აღზარდა.  ზეინაბ სილაგავას 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner