არასამთავრობო ორგანიზაცია, „სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ილიას უნივერსიტეტის რექტორს ნინო დობორჯგინიძეს ფინანსური დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ სტუდენტებისთვის გამოყოფილი ფინანსები არამიზნობრივად იხარჯება. უცნობია, ოთხი წლის განმავლობაში თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯა 318 მილიონი ლარი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ განათლების სამინისტროსაც მიმართა და როგორც თავად ამბობენ, სამინისტროში თქვეს, რომ ინფორმაცია საჯაროა და დოკუმენტაცია უნდა გასაჯაროვდეს.