უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ 100-120 კმ-იანი დემილიტარიზებული ზონა უნდა შეიქმნას რუსეთის შიგნით უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ, როგორც ომის შემდგომი დარეგულირების ნაწილი.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ზონა საჭირო იქნება უკრაინის რეგიონების დაბომბვისგან დასაცავად.
„ომის შემდგომი დარეგულირების მთავარი თემა უნდა იყოს სამომავლოდ აგრესიის განმეორების თავიდან აცილების გარანტიების დაწესება. ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების მაცხოვრებლების რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაბომბვისგან დასაცავად, საჭირო იქნება დემილიტარიზებული ზონის შემოღება ბელგოროდის, ბრაიანსკის, კურსკისა და როსტოვის ტერიტორიაზე (100-120 კილომეტრი) . ალბათ, პირველ ეტაპზე სავალდებულო საერთაშორისო კონტროლის კონტიგენტით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.