საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მდინარაძის თქმით, ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.