მამუკა მდინარაძე: ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას
-
+
29 მაისი. 2023. 20:43
"დღეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ ბატონი ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნოდარ ტურძელაძე არის პროფესიონალი და წარმატებული მენეჯერი.
„წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნოდარს, ის არის უაღრესად კარგი ადამიანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფესიონალი, წარმატებული მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციაზე ის ბევრ წარმატებას მიაღწევს და ძალიან დაგვეხმარება ფრაქციის მენეჯმენტში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.