ესპანეთში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ივლისში გაიმართება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პედრო სანჩესმა ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ მიიღო.
„მე მივიღე გადაწყვეტილება გუშინდელი [ადგილობრივი] არჩევნების შედეგების განხილვის შემდეგ“, - აღნიშნა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ არჩევნებს ჰქონდა ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბი, კენჭისყრის მნიშვნელობა გადმოსცემს გზავნილს, რომელიც სცილდება ამას“, - დასძინა მან.