საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს
-
+
29 მაისი. 2023. 21:12
"საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
„საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის არჩევას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.