ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სერბები არიან, ეთნიკურ სერბებსა და ნატოს სამშვიდობო ძალებს შორის (KFOR) შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ქალაქ ზვეჩანში, კოსოვოს პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა სერბების მოსაგერიებლად, რომლებმაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სცადეს ძალით შესვლა მუნიციპალიტეტის შენობაში.
ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა.
ზვეჩანში, სერბმა მომიტინგეებმა ნატოს ჯარისკაცების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
დაძაბული ვითარების ფონზე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.