logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი იგებს პროცესებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას თანხებს ურიცხავენ, მასზე დე ფაქტო სანქციები კვლავ დაწესებულია
- +

29 მაისი. 2023. 22:56

"ბიძინა ივანიშვილი იგებს პროცესებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას თანხებს ურიცხავენ, მასზე დე ფაქტო სანქციები კვლავ დაწესებულია," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან შანტაჟის გზით ითხოვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ქვეყნის ჩართვას ომში.

„რა უნდა უნდოდეთ ამ ადამიანისგან გარდა იმისა, რაც უკვე ყველასთვის ნათელია. მისგან შანტაჟის გზით ითხოვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ქვეყნის ჩართვას ომში, რაც არ გამოვა. ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა და განვითარება ყოფილიყო, საკუთარი თავი და ოჯახი გაწირა თავის დროზე, ისეთ მონსტრს [სახელმწიფო არ ერქვა მაშინ] შეეჯახა, რომ წარმოუდგენელია სხვანაირად ფიქრობდეს და მოქმედებდეს. რა თანხაზეც უნდა იყოს საუბარი, შანტაჟის რა ობიექტზეც უნდა იყოს საუბარი, წარმოუდგენელია ამ ადამიანისგან, რომ წარბი შეიხაროს მათი შანტაჟიდან გამომდინარე. ალბათ, დიდი ხანია ამას უნდა მიმხვდარიყო ყველა. ამას ვერ ხვდებიან, ამიტომ შანტაჟი არის უშედეგო, ასეც იქნება. მეორე მხრივ, ამ ქმედებებით, რასაც ამ შემთხვევაში გლობალური ომის პარტია ახორციელებს, მეტი და მეტი მტკიცებულება გვიჩნდება, რამდენად უსამართლოდ შეიძლება მოექცნენ ადამიანს, თავის პირად ანგარიშებზე წვდომა რომ არ აქვს. ალბათ საქართველოში ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, ყველაზე დაბალი აქტივების მქონე რომელიმე ბანკისგან, არათუ შვეიცარიული ბანკისგან, რომ თავის ანგარიშებზე წვდომა არ ექნებოდა და დაუბლოკავდნენ. ანუ, იმხელა ინტერესია და იმხელა ძალები არიან ამაში ჩართულები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მილიარდებზე არ ჰქონდეს ამ აქტივებისა და თანხის მფლობელს წვდომა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner