logo_geo
eng_logo
ეგებ ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვინმე ღვთისნიერმა გააცნოს ეს მასალა...
- +

30 მაისი. 2023. 09:05

 

 

ზაზა ჯაფარიძეს დავესესხე. მადლობა.

*****

ეგებ ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვინმე ღვთისნიერმა გააცნოს ეს მასალა.

 

ამ ციტატების  ზოგიერთი ავტორი - დიდად პატივცემული ადამიანი - მგონი, მისი წინაპარია... ვგონებ, აშკარად არ იცნობს ის ქვეყნის  დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიას.

 

ჰოდა, ერთი რჩევა ქალბატონ სალომეს: „ეს არის ანი, ეს არის ბანი, ისწავლეთ, გენაცვაო!“

(„ნუცას სკოლა“. იაკობის „დედაენა“)

 

******

 

„დამოუკიდებლობა ჩვენთვის ფეტიში არ არის, რუსეთის ფარგლებშიც შეგვიძლია ყოფნა“, - რაჟდენ არსენიძე,  „ბორბა“, 1918 წელი.

 

„პარიზს, მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრს, გერმანელები ყუმბარებით ანგრევენ, თქვენ კი რაღაც ქეციან საქართველოს დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით“, - კიტა აბაშიძე.

 

„ვისაც ფლოტი არ ჰყავს, ის ვერ იარსებებს და ჩვენ ერთ დიდ გემსაც ვერ ავაშენებთ, მთელი საქართველო რომ გავყიდოთ, რა დამოუკიდებლობაზეა საუბარი“, - ნიკო ნიკოლაძე.

 

„საქართველოს დამოუკიდებლობა არ შეუძლიან, რადგან ნავთი არ აქვს“, - სერგეი ჯაფარიძე, 1918 წლის 25 ივნისი.

 

„ერთ გუბერნატორს ვერ შეინახავთ და თქვენ რაღაც დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით, გიჟები ხართ, საგიჟეთში უნდა ისხდეთ“, - გიორგი ბაგრატიონი.

 

„ჩვენ უარი ვუთხარით გერმანელებს და თურქებს ბრესტ-ლიტოვსკში, საქართველოს საზღვრებზე მოსალაპარაკებლად, რადგან რუსეთის ნაწილი ვართ“, - ევგენი გეგეჭკორი, 1918 წელი, მარტი.

 

„დღის წესრიგში დაისვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ეს იყო სრულიად მოულოდნელი, არასოდეს გათვალისწინებული ამბავი“, - ნოე ჟორდანია.

 

„ჩვენ ვართ ისეთი ქართველები, რომლებსაც ვერ აკმაყოფილებს ვერც პატრიოტიზმი, ვერც სამშობლოს და ქართული ენის ყვირილი. წარსული ჭირივით გვეჯავრება, ჩვენ ვიყურებით მომავლისკენ“, - ირაკლი (კაკი) წერეთელი, 1918 წელი

 

„საქართველოს წარსული თეთრი დაფაა, ამიერიდან მის ისტორიას სოც-დემოკრატიული პარტია დაწერს“, - ნოე ჟორდანია პარლამენტის ტრიბუნიდან 1918 წელი

 

„ისტორიას არ ახსოვს ისეთი კურიოზი, რომ ერი მონობის ბორკილს ამსხვრევდეს, დამოუკიდებლობას აცხადებდეს და ამავე დროს ჰღაღადებდეს - იძულებული ვარ, დამოუკიდებლობა გამოვაცხადო. ეს ჩემი გამარჯვება კი არა, დამარცხებააო“, - ივანე გომართელი, ჟურნალი „ხომალდი“, 1922 წელი

 

„საქართველოს ოფიციალურმა მთავრობამ ვერ შეასრულა დადგენილება ქართული ეროვნული დროშის შესახებ, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის სასახლეზე წითელი დროშა ფრიალებს, რომელიც დღეს ბოლშევიკური რუსეთის ბაირაღად არის ცნობილი ყველგან“, - გრიგოლ ვეშაპელი, 1918 წელი.

 

კაკი წერეთელს რომ გაუგია, საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოვაცხადოთო, სასოწარკვეთილს წამოუძახია, „რას შვრებით, თქვენ ღუპავთ რუსეთის დემოკრატიასო, კაპიტალისტების ჭკუაზე დადიხართო“. ვლასა მგელაძეს დაუყვირია, „იმ რუსულმა „დემოკრატიამ“ გამოგაბუნძულა რუსეთიდან, წადი ეგ ჩინიზელის ცირკში ილაპარაკე - აქ საქართველო არისო!“

 

 საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ  ასეთი პოლიტიკური შიდა „ამინდის“ დროს გარე „ამინდის“ იძულებით გამოცხადდა.

 

მერე მენშევიკები დაიჩივლებდნენ ხოლმე, „24 საათში მთელი მუშათა კლასი გადავიყვანეთ საქართველოს ნაციონალურ რელსებზე, კიდე კარგად უდგია ქვეყანას სულიო“

 

მენშევიკური  მთავრობის რიგი  წევრები გამოსვლისას, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აღფრთოვანების ნაცვლად, ბოდიშებს იხდიდნენ რუსეთის წინაშე, „იძულებით რომ უღალატეს“. რუსული „სოც-დემოკრატიის“ ქართული ნარჩენები, რომელთაც ნამდვილი ეროვნული ინტერესები უკანა პლანზე ჰქონდათ მოქცეული, მარქსზე უფრო „მარქსისტები“.

 

„სახელმწიფო დროშის ამბავი ბევრად მარტივად გადაწყდა, ალბათ იმიტომ, რომ ეროვნული დროშის „ფონი“ თითქმის არ განსხვავდებოდა მარქსისტული სიწითლისგან. როცა პარლამენტში  ეროვნული დროშა ააფრიალეს მარქსისტული წითელი დროშის გვერდით, საქართველოში გავლენით პირველი კაცი ვალიკო ჯუღელი მოითხოვდა მის ჩამოხსნას, რადგან ეს შოვინიზმის გამარჯვების დღე არისო“

 

წითელი მარქსისტული დროშა კიდევ დიდი ხანი ფრიალებდა პარლამენტში, ეროვნული დროშის გვერდით.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner