როგორც BBC იუწყება, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
თავდასხმა „ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტზე ელენა კოსტიუჩენკოზე და გამოცემა „ტაკიე დელას" ჟურნალისტზე დიანა ხაჩატრიანზე მოხდა.
ჟურნალისტებს მობილური ტელეფონები და ვიდეოკამერები უცნობმა პირებმა წაართვეს, რის შემდეგაც ელენა კოსტიუჩენკო დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.
„ნოვაია გაზეტამ" უკვე განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს პოლიციის უმოქმედობის გამო საგამოძიებო კომიტეტში საჩივარს შეიტანს.