logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, რეგიონებში ბრენდული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების აშენება
- +

3 სექტემბერი. 2016. 20:31



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წინანდალში განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონებში ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების აშენება ხდება. წინანდალში ასევე, „საპარტნიორო ფონდსა" და „სილქ როუდ ჯგუფში" შემავალ კომპანია „წინანდლის მამულებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.


კახეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების, პირველი ბრენდირებული სასტუმრო „წინანდალი რედისონი" თელავის რაიონში, სოფელ წინანდალში, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

ქუმსიშვილის განცხადებით, ახალ სასტუმროში დაახლოებით, 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.


 

„ერთი მხრივ, დღეს ალექსანდრე ჭავჭავაძის 230 წლის იუბილეა და მეორე მხირვ, „საპარტნიორო ფონდმა" და „სილქროუდ ჯგუფმა" ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც წინანდლის მამულებში 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება პირველი ბრენდული სასტუმრო კახეთში - "რედისონი". ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბრენდული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ჩნდება რეგიონებში იმიტომ, რომ რეალურად ეს არის რეგიონის გამოჩენა მსოფლიოს რუკაზე. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. 50 000-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს წინანდლის მამულს, თუმცა მე დარწმუნებუილ ვარ, რომ პოტენციალი 10-ჯერ მეტია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


30-მილიონიან საინვესტიციო პროექტზე შეთანხმება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შედგა. ოფიციალურ დოკუმენტს წინანდალში „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს "წინანდლის მამულების" დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს ხელი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner