თბილისის მერია, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს 164 მოქალაქეს უფინანსებს.
მერიამ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის 2020 წლიდან მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსება დაიწყო, ხოლო 2022 წლიდან, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით) დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.
ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა.
თბილისის მერიის მიერ აღნიშნული პროგრამის დაწყებით, გაფანტული სკლეროზის მქონე პირების საწოლს ან ეტლს მიჯაჭვულობისგან დახსნა გახდა შესაძლებელი. უფრო მეტიც, მკურნალობის შედეგად, მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.