logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას: ერთი დღე მაინც იყავით საქართველოსთვის ერთგულები და ჩვენი მოკავშირის დროშას ნუ გამოიყენებთ სპეკულაციისთვის
- +

30 მაისი. 2023. 14:15

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს არის ის ისტორია, რომელიც იწყება უხსოვარი დროიდან, ცოცხლობს დღეს და იცხოვრებს კიდევ უფრო დიდხანს.  ბევრი რამ შეიცვლება ამ სამყაროში, მაგრამ მუდმივად დარჩება საქართველო, მისი ინტერესები და საქართველო ყოველთვის  იქნება   ისტორიის სწორ მხარეზე.  ამიტომ მოეშვით ამ სპეკულაციებს, ერთი დღე მაინც იყავით საქართველოსათვის  ერთგულები და ჩვენი მოკავშირის დროშას ნუ გამოიყენებთ  სპეკულაციისთვის“, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

დეპუტატმა ოპოზიციის განცხადებას რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ ჩანდა სპეკულაცია და უწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ფონზე ევროკავშირის დიდი დროშა ჩანდა.

 

როდესაც  დგას ჯარი და ახალწვეული, იმას ერთიანობის და ბრძოლის სულისკვეთება უნდა აჩვენო და არა პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებზე არის მორგებული. სწორედ  ეს არის დროშის, თავისუფლების, შენი წინაპრის და შენი მომავლის პატივისცემა და არ ის სამარცხვინო კამპანია, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ აწარმოა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner