ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, მათი განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის, საჭიროებებისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.