logo_geo
eng_logo
მუხიანში, ლაგურაშვილის N3 კორპუსთან სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
- +

30 მაისი. 2023. 15:20

 

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია  აქტიურად გრძელდება.  შესაბამისი პროექტი ამ ეტაპზე, მუხიანში, ლაგურაშვილის N3 კორპუსთან დასრულდა.

 

შეიცვალა დაზიანებული ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და რეაბილიტირდა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 78 665 ლარი დაიხარჯა.

 

დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner