logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ოპოზიციის უსუსური პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზღვაო ტურისტული სეზონი იყოს წარმატებული
- +

30 მაისი. 2023. 17:19

 

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმის სწრაფი განვითარების და ტურიზმის სფეროში არსებული დინამიკის ფონზე, განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია და მათი იაფფასიანი პროვოკაციები. თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ ტურისტული სეზონი, მთავრობა კი თავის მხრივ სტაბილურობის და მშვიდობის ფონზე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სეზონის ეფექტურად ჩატარებას როგორც წელს, ისე მომავალში.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებასამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა და მათი შესაბამისი დანაყოფებიაჭარის წარმომადგენლობაბუნებრივია ამ სიტუაციაშიკიდევ უფრო იმატებს მათი დესტრუქციული ქმედებებიიაფფასიანი პროვოკაციებითუმცაჩვენთვის მთავარია საქმეის ტემპიის დინამიკარაც აძლიერებს თითოეულ ჩვენ მოქალაქესთითოეულ ჩვენს მცხოვრებელსბუნებრივიაჩვენი პასუხი ამ იაფფასიან მინი შოუ-პროგრამებზე არის ჩვენი საქმეშესაბამისადჩვენ ყველაფერს გავაკეთებთრომ მიუხედავად არსებული პროვოკაციული მცდელობებისასეზონი იყოს წარმატებული და მოსახლეობასკიდევ ერთხელმინდა ვთხოვომოვუწოდო რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს სეზონი იმისთვისრომ ჩვენი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი  ეკონომიკურადთითოეული ოჯახი გახდეს კიდევ უფრო წელგამართული და რა თქმა უნდაჩვენ პოლიტიკური სტაბილურობისმშვიდობის ფონზე მაქსიმალურად ეფექტურად ჩავატარებთ დაგეგმილ სეზონს როგორც წელსასევე მომავალშიც“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 3-4 ივნისს ბათუმში ოფიციალურად საზღვაო ტურისტული სეზონი გაიხსნება. ვიზიტორთა სტატისტიკა აჭარაში მზარდია. საქსტატის მონაცემებით 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტები აჭარაში გაზრდილია, გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები 2022 წელთან შედარებით ( +93%).   უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კვარტალში გაზრდილია ასევე განთავსების ობიექტებში დატვირთვა რეგიონში 41 %-ით. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner