logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: პრემიერის გამოსვლაში სრულად იყო გამოხატული ქართველი ხალხის პოზიცია და ინტერესი
- +

30 მაისი. 2023. 17:53

 

 

ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, როგორც ყოველთვის, ინფორმაციულად დატვირთული, ეროვნული ინტერესების გამტარი და შედეგზე ორიენტირებული იყო. პრემიერის სიტყვა მრავალ საკითხს მოიცავდა, პრემიერის გამოსვლაში სრულად იყო გამოხატული ქართველი ხალხის პოზიცია და ინტერესი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას.

 

მისი თქმით, ევროინტეგრაცია მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკას წარმოადგენს:

 

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მშვიდობიან დეოკუპაციას, როგორც საქართველოს მთავარ მიზანს, ასევე ხაზგასმა მოხდა საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე. ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე უნდა აისახოს.

 

თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არსებობის განმავლობაში ევროპამ არაერთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. შორს რომ არ წავიდეთ, 2008 წლის აგვისტოს ომის გახსენება შეიძლება, ომის შემდგომ ევროპამ სრულად დაკარგა ადეკვატურობა, ისინი რუსეთთან პოზიციების გამყარების და დისტანცირების ნაცვლად, რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ, სანქციების დაწესებაზე საუბარი არც ღირს. დღეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები სწორედ ევროპის მიერ 2008 წელს მიღებული მცდარი გადაწყვეტილების გამოძახილია.

 

ევროპამ მორიგი მცდარი გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს. ევროპას აქვს შესაძლებლობა, გამოასწოროს ისტორიული შეცდომა, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაში გამოიხატება. ევროინტეგრაცია მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკას წარმოადგენს, ევროპას უნდა ესმოდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში მათ კარზე ვერ ვაკაკუნებთ, ევროპული კარის გაღების დრო მოვიდა, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner