logo_geo
eng_logo
პროკურატურამ მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე დავით ნაცვლიშვილი დააკავა
- +

3 სექტემბერი. 2016. 20:36


 

საქართველოს  პროკურატურის მიერ, მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე  ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა დავით ნაცვლიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით.


გამოძიებით  დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით  03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას  დედასთან  ნონა ჯოჯუასთან  საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე  და  მის შვილზე - მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით.


მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე  თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner