არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს, პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სიტყვა იყო ხელოვნება პოლიტიკაში!“, - წერს ნანა კაკაბაძე „ფეისბუქზე“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. როგორც კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდი არ უწესებს რუსეთს სანქციებს, რადგან ეს იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ასევე, სანქციების დაწესება მოიტანდა საქართველოსთვის უმძიმეს ეკონომიკურ შედეგებს.