logo_geo
eng_logo
პარლამენტმა 91 ხმით რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა
- +

30 მაისი. 2023. 19:02

 

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით იმსჯელა და 91 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც დეპუტატების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივაა.

ცვლილების მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner