„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა“, - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ამით პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი.
„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა. ამით პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი! რეალურად კი ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პროვოცირებულია და ამ პროქსი ომისთვის მზადება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხადია ეს არ ამართლებს იმ ტრადეგიას, რაც უკრაინაში ხდება, ეს სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და ამაში დიდ როლს შეასრულებს სიმართლე, რეალობის ჯანსაღი გაანალიზება და არა ფსევდო-ტრენდები! ლიბერალური მედია კრძალავს სიმართლის გავრცელებას, მთელს მსოფლიოს ფსევდო-რეალობაში აიძულებს ცხოვრებას და ვინც არ ემონება მათ ნარატივებს, ყველანაირი მეთოდით ცდილობენ მათ გაჩუმებას. ნახეთ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშეიმერის ვრცელი ნაშრომი (“რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?”https://www.economist.