წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად იგი კაბალის № 18,19, 36, ასევე სოფელ კავშირის №31 და სოფელ შრომის №5 საარჩევნო უბანზე მცხორებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პლატფორმა გააცნო. ადგილობრივები გურამ მაჭარაშვილის განათლებითა და გამოცდილებით დაინტერესდნენ, რაზედაც კანდიდატისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მას კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმალურად მოახმარს სოფლების განვითარებას.
გურამ მაჭარაშვილმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში მათთან შეხვედრები 8 ოქტობრის შემდეგაც გაგრძელდება.